ფეხბურთი

21:44 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემმა“ „რეალს“ ერიკსენი შესთავაზა

„ტოტენჰემი“ მზადაა მადრიდის „რეალს“ კრისტიან ერიკსენი მიჰყიდოს - გვამცნობს ესპანური Marca.

წყაროს მტკიცებით, ჩრდილოლონდონური კლუბის პრეზიდენტი, დანიელ ლევი, „რეალის“ გენერალურ დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესს დაუკავშირდა და დანიელი ნახევარმცველის შეძენა შესთავაზა.

საქმე ის არის, რომ ერიკსენის „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება და დანიელი მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამიტომ, „დეზების“ ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ის შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს და სხვა კლუბში უფასოდ გადავიდეს.

ამჟამად კი „ტოტენჰემი“ ერიკსენში დაახლოებით 70 მილიონი ევროს მიღებას აპირებს.

გასულ სეზონში ერიკსენმა პრემიერლიგაში 35 მატჩი ითამაშა, 8 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.105514