ფეხბურთი

20:46 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი: ჰოლანდიაც ნახევარფინალშია

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რიგით მესამე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. ვალანსიენში, „სტად დიუ ენოს“ სტადიონზე, იტალიის ნაკრები ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

70-ე წუთზე ანგარიში „არსენალის“ შემტევმა, ვივიან მიდემამ გახსნა. ათ წუთში კი საბოლოო ანგარიში „აიაქსის“ სტეფანი ვან დერ გრახტმა დააფიქსირა.

ამრიგად, ჰოლანდიის ნაკრები ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც გერმანია - შვედეთის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში კი ინგლისი აშშ-ის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელები ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.18181
სარეკლამო ადგილი - 99
X x X