ჭიდაობა

20:20 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შმაგი ბოლქვაძე ვერცხლის მედლის მფლობელია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი შმაგი ბოლქვაძე მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. 67 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი ფინალში დამარცხდა.

გადამწყვეტი შეხვედრა ბოლქვაძემ რუსი მოჭიდავის ზაურ კაბალოევის წინააღმდეგ ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდი მოიგო (1:0), საბოლოოდ მარცხი განიცადა (1:3) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველოს დელეგაციისთვის მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ეს 28-ე მედალია (6 ოქრო, 8 ვერცხლი, 14 ბრინჯაო).

ხვალ კი, ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და სახილ ალახვერდოვი (კრივი), ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რევაზ ნადარეიშვილს ექნება (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130472