სხვა

18:18 | 29.06.2019 | ნანახია 0 - ჯერ

გოგიტა არქანიას ბრინჯაოს მედალი ევროპულ თამაშებზე

ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. +84 კგ წონით კატეგორიაში ჩვენებურმა B ჯგუფიდან 1 გამარჯვებითა და 2 ფრით ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა.

ფინალისთვის ბრძოლაში ჩვენებური აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, გოგიტამ მედალი უკვე გაინაღდა, რადგან კარატეში ნახევარფინალში წაგება ბრინჯაოს მედლის ტოლფასია. საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 26 მედალი აქვს მოპოვებული - 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 13 ბრინჯაო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:03 | 12.12.2020
alexpool (563)

პლატინი 82-ში გადავიდა იუვენტუსში.როსის კიდე დისკვალიფიკაცია ჰქონდა იმ სეზონში და არ უთამაშია,მხოლოდ მსოფლიოზე წაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064254