ფეხბურთი

17:46 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გენტში" ბერიძეს ვეღარ აჩერებენ - ქართველმა პირველივე წუთზე დუბლი შეასრულა! (+VIDEO)

ბელგიური „გენტი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში სპარინგებს ატარებს, ოღონდ სამოყვარულო გუნდების წინააღმდეგ.

ქართველების გუნდი დღეს „დიკელვენს“ დაუპირისპირდა და 6:0 დაამარცხა. გიორგი ბერიძემ დუბლი გაიფორმა და საინტერესოა, რომ ამისთვის სულ რაღაც 1 წუთი დასჭირდა.

თანაც, უკვე მეო-4 წუთზე ჰქონდა დუბლი მითვლილი. გიორგიმ ერთწუთიან ინტერვალში, მე-3 და მე-4 წუთებზე ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

ცნობისთვის, გუშინ „გენტმა“ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბერიძემ იმ მატჩშიც დუბლი გაიფორმა, ერთიც ქვილითაიამ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119434