ფეხბურთი

16:15 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვან-ბისაკა "მანჩესტერის" ფეხბურთელია

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ აარონ ვან-ბისაკას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისელი მცველი „ოლდ ტრაფორდზე“ მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

ტრანსფერის ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, „კრისტალ პალასმა“ ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო მიიღო. 21 წლის მცველი „კრისტალ პალასის“ აღზრდილია და აქამდე სხვაგან არ უთამაშია.

გასულ სეზონში ინგლისელმა პრემიერლიგაში 35 თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ამ დრომდე არ უთამაშია, ხოლო 21 წლამდე ნაკრების ღირსება სამჯერ დაიცვა.

0.113865