ჭიდაობა

15:00 | 29.06.2019 | ნანახია 705 - ჯერ

დილის პროგრამა - ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია (130 კგ) ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალში გავიდა. რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) კი ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულეს და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ელიან.

ქაჯაიამ ლიეტუველი რომას ფრიდრიკასი (4:0) და აზერბაიჯანელი საბაჰ შარიატი (10:4) დაამარცხა და ნახევარფინალში ნორვეგიელ მარვიკს დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი რუსი სერგეი სემენოვი და ბელარუსი კირილ ხრიშჩანკა იბრძოლებენ.

რობერტ კობლიაშვილ სოქრო-ვერცხლის გზა მეოთხედფინალში ჩაეკეტა, ბელარუს დაძიკ კულიეუსთან წაგებით (1:2). რევაზ ნადარეიშვილი კი სომეხ არტურ ალექსანიანთან დამარცხდა (1:2). ქართველი მოჭიდავეები რეპეშაჟში იმ შემთხვევაში გადაერთვებიან, თუ კულიეუ და ალექსანიანი ნახევარფინალსაც გადალახავენ.

საღამოს შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათიდან, ნახევარფინალებით დაიწყება. შემდეგ კი 60, 67 და 77 კილოგრამ წონით კატეგორიებში მედლები გათამაშდება და საქართველოს ნაკრების ორი წევრი გავა ხალიჩაზე - შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ზაურკაბალოევს დაეჭიდება. დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში რუმინალ რაზვან არნაუს შეხვდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:03 | 07.07.2019
arsena8 (731)

პროვინციელი კვერცხების შურია, იმით მაინც უნდა გახდეს პოპულარული რომ მესი გააძევებინა ან ამ დებილ მსაჯს, ის მაინც ექნება "საამაყო", რომ მესის წითელი ამოუღო. იგივე პონტია თბილისელი რომ რაიონში ჩავიდოდა და მთელი ხალხი საცემად დასდევდა. "ქაჯობა უკვდავია"-
BiDzo

12:54 | 07.07.2019
arsena8 (731)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.062803
705