სხვა

14:05 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილება ოლიმპიური თამაშების სამასპინძლო განაცხადების მიღების პროცესში

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წევრებმა მხარი დაუჭირეს ოლიმპიური თამაშების სამასპინძლო განაცხადების მიღების პროცესის ცვლილებებს. შეთავაზებული წინადადებების თანახმად, ოლიმპიადის მასპინძლის თამაშებამდე 7 წლით ადრე არჩევა აუცილებელი აღარ იქნება.

გარდა ამისა, IOC-ში შეიქმნება 2 კომისია, რომლებიც ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლების შერჩევის პროცესს გააკონტროლებენ და აღმასრულებელი საბჭოს შესაბამის მოხსენებება წარუდგენენ.

ამასთან, სავალდებულო არ იქნება თამაშების ერთ ქალაქში ჩატარება, მომავალი თამაშების ორგანიზატორობა კი შეეძლება რამდენიმე ქალაქს, რეგიონს და ქვეყანას.

ერთი თვის წინ ლოზანაში, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განიხილეს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენის პროცესში შესატანი ცვლილებების პაკეტი და შეიმუშავეს წინადადებები. სწორედ ეს ცვლილებები დაამტკიცა IOC-ის სესიამ.

www.geonoc.org.ge

0.116446