ფეხბურთი

12:30 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე პაული მტრედმა წააქცია (+VIDEO)

კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინამ ვენესუელა 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღნიშნული მატჩი სახალისო და კურიოზული მომენტით დაიწყო.

მე-3 წუთზე როდრიგო დე პაული ტომას რინკონთან და დარვინ მაჩისთან ორთაბრძოლაში ბურთის დაუფლებას ცდილობდა, მაგრამ გაზონზე დაეცა. მის წინააღმდეგ მეტოქეები მაინც და მაინც, სუფთად არ ირჯებოდნენ, მაგრამ მთავარი საქმე სხვამ გააკეთა - მტრედმა.

25 წლის არგენტინელი მოედანზე მას შემდეგ დაეცა, რაც ბურთს დაუპატიჟებელი სტუმარი, მტრედი შეეხო და როდრიგოც ძირს დაეცა...

0.128112