ძიუდო

23:10 | 28.06.2019 | ნანახია 1797 - ჯერ

წარუმატებელი დღე ვარშავაში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე კადეტთა ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის.

ვაჟთა შორის უმედლოდ დარჩნენ გიორგი ტერაშვილი (66 კგ.) და ალექსანდრე ლოლაძე (73 კგ.), გოგონათა გუნდიდან კი მარიამ ლაფაჩიშვილმა, ნინო ლოლაძემ (ორივე – 52 კგ.), ნინო წიკლაურმა (57 კგ.) და ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ.) ვერ იყოჩაღეს.
ხვალ, ვარშავაში მორიგი საშეჯიბრო დღეა, ტატამზე კი აკაკი ჯაფარიძეს (81 კგ.), თორნიკე ფოლადიშვილს, გიზო გუგუნაშვილს (ორივე – 90 კგ.), გიგა ტატიაშვილს, ირაკლი დემეტრაშვილს (ორივე +90 კგ.), ნინო გულბანსა (70 კგ.) და გვანცა სომხიშვილს (+70 კგ.) ვიხილავთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065246
1797