შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ბრილ ემბოლო კარიერას „გლადბახში“ გააგრძელებს. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შვეიცარიელ ფორვარდთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
გერმანული მედიის ცნობით, „შალკემ“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.
ემბოლო გელზენკირხენელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავდა, მანამდე კი „ბაზელში“ თამაშობდა. გასულ სეზონში 22 წლის შემტევმა 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.