ფეხბურთი

17:55 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ და ჯანლუიჯი ბუფონმა კონტრაქტი შეათანხმეს. იტალიური მედიის ცნობით, 41 წლის ლეგენდარული მეკარის „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნება გადაწყვეტილია.

შეთანხმების საფუძველზე ბუფონი „იუვესთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ დროის განმავლობაში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯიჯი უკვე დათანხმდა ვოიცეხ შჩესნი დუბლიორის როლს. იტალიელი სერია A-ში მინიმუმ რვაჯერ გავა მოედანზე, რაც პაოლო მალდინის რეკორდის დამხობის შესაძლებლობას მისცემს და ჩემპიონთა ლიგაზე ასევე მინიმუმ ორჯერ გავა მინდორზე.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში უკვე თამაშობდა, ხოლო გასული სეზონი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გაატარა.

0.112176