ფეხბურთი

17:00 | 28.06.2019 | ნანახია 1117 - ჯერ

ოფიციალურად: "დინამომ" ქიმაძე დაიმატა

„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩების წინ გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად გიორგი ქიმაძე გაიფორმა.

როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ქიმაძეს აქამდე საჩხერის „ჩიხურასა“ და „ტორპედოში“ უთამაშია. ქუთათურთა ღირსებას ქართველი მცველი 2015 წლიდან მოყოლებული იცავდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე „დინამომ“ ნოდარ ქავთარაძე, არფან დაფე და ოლექსანდრ კაპლიენკო დაიმატა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:22 | 28.06.2019
levani82 (41682)

რაჭა

ამას და ქავთარაძესაც წარმატებები ვუსურვოთ

21:27 | 28.06.2019
რაჭა (10043)

აწი ნაკრებშიც მოხვდება..
წარმატებები

18:37 | 28.06.2019
valeri8848 (2622)

ესენი ხომ ყოველ წელს ძლიერდებიან და ძლიერდებიან მაგრამ ერთ ადგილზე ბუქსაობენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129482