საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) და შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) ევროპულ თამაშებზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ. გელა ბოლქვაძე (77 კგ) კი შეჯიბრებას გამოეთიშა.
ჩხარტიშვილი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაუპირისპირდება. შმაგი ბოლქვაძის მეტოქე კი სომეხი კარენ ასლანიანი იქნება.
ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.