იტალიური „მილანი“ ევროპა ლიგის 2019-2020 წლის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟომ „როსონერის“ დამდეგი გათამაშებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღო.
„2019-2020 წლების სეზონში „მილანი“ უეფას ტურნირებიდან მოხსნილია. 2015-2016, 2016-2017, 2017-2018 წლების სეზონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად „მილანს“ საბიუჯეტო ვალდებულებების დარღვევა აღმოაჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გრანდმა ტურნირიდან მოკვეთის შესხებ საარბიტრაჟო სასამართლოს თავად მიმართა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აქვე გეტყვით, რომ „მილანის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე იტალიას „ტორინო“ წარმოადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია