ფეხბურთი

13:17 | 28.06.2019 | ნანახია 440 - ჯერ

ედეგორი „რეალთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ისევ იჯარით წავა

მადრიდის „რეალის“ ნორვეგიელი ნახევარმცველი, მარტინ ედეგორი, კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ისევ სხვა გუნდში გადავა იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე - გვამცნობს AS. გამოცემის მტკიცებით, ედეგორით „რეალ სოსიედადი“ და „ლევერკუზენი“ ყოფილან დაინტერესბული. წინასწარი მოლაპარაკებებიც უკვე გაუმართავთ.

2018-19 წლების სეზონში ედეგორი ჩვენთვის კარგად ნაცნობ „ვიტესში“ ირჯებოდა იჯარის წესით. ჰოლანდიის ჩემპიონატის 35 მატჩში მან 9 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე პასით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ედეგორი „რეალის“ ფეხბურთელი 16 წლისა გახდა. „სამეფო კლუბში“ მისი დებიუტი 2014-15 წლების სეზონის ბოლო ტურში შედგა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა.

ამისდაკვალად, ედეგორი „რეალის“ ისტორიში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა, ვისაც ესპანეთის ჩემპიონატში უთამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.123395