"ატლეტიკომ" "ბენფიკას" 21 წლის პორტუგალიელი შემტევი ჟოაუ ფელიში დაიმატა აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფელიში და მადრიდული კლუბის 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაშიც პორტუგალიელი 20.5 მილიონ ევროს მიიღებს.
განვლილ სეზონში, ჟოაუმ "ბენფიკას" მაისურით ყველა ტურნირზე 32 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გიატანა. ფელიშს პორტუგალიის ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია