საფრანგეთში მიმდინარე ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. ჰავრში, ინგლისის ნაკრებმა ნორვეგიის ეროვნულ გუნდს 3:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
ინგლისელებმა ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნეს. თავი ჯილ სქოთმა გამოიჩინა. მე-40 წუთზე ელენ უაითმა გაამყარა ბრიტანელთა უპირატესობა. 57-ზე კი ლუსია ბროუნზმა დასვა საბოლოო წერტილი.
ინგლისელებს მეოთხე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ნიკიტა პერისმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ნორვეგიელთა მეკარე ინგრიდ ჰელმსეტმა აუღო.
სხვათა შორის, ეს ნაკრებები ერთმანეთს წინა, 2015 წლის მუნდიალის მერვედფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ინგლისელებმა იმარჯვეს (2:1).
მატჩს დევიდ ბექემიც ესწრებოდა თავის შვიდი წლის ქალიშვილ ჰარპერთან ერთად. მამა-შვილმა დიდად გაიხარა თავისიანთა წარმატებით.
დანარჩენ მეოთხედფინალებში, 28 ივნისს, მასპინძელი საფრანგეთი აშშ-ის ნაკრებს შეხვდება, 29-ში კი იტალია - ჰოლანდიას, გერმანია - შვედეთს.