ჭიდაობა

20:28 | 27.06.2019 | ნანახია 1253 - ჯერ

ხინჩეგაშვილის ვერცხლის მედალი ევროპული თამაშებიდან

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (65 კგ) ქართველი ფალავანი ფინალში გავიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა და ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იყო, რომელსაც ბრძოლა გაუმართა, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით დამარცხდა - 2:10.

გიორგი იანტბელიძის გუნდმა მინსკში მესამე მედალი მოიპოვა (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და კიდევ ერთის მოპოვების შანსი დღეს ექნება - სულ მალე ბრინჯაოს მედლისთვის ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებს.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციას უკვე 23 მედალი აქვს აქტივში - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:14 | 29.06.2019
პანტელეიმონი (4347)

ყველაფერი წინ არის, დიდი ოლიმპიადის ოქროს იმედი გვაქვს ! ! !

00:30 | 28.06.2019
arsena8 (731)

ამან და პეტრიაშვილმა, ფედერაციის ახვარი პრეზიდენტის მხარდაჭერით "კარმა" გაიფუჭეს და ამიტომაც ასეთი სამარცხვინო წაგებები ბევრი იქნება .

0.12635