სხვა

15:51 | 27.06.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ქართველი ნიჩბოსნები მედლების გარეშე დარჩნენ

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე კანოეთი 200 მეტრზე შეჯიბრში უმთავრეს ფავორიტად მოიაზრებოდა, მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძე ფინალში პირველი შედეგით გავიდა, იქ კი, მხოლოდ მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ კვალიფიკაციაში ზაზამ დისტანცია 39.421 წამში დაფარა, ხოლო ამჯერად, მისი დრო 44.955 წამი იყო, რაც აღნიშნული დისტანციისთვის უდიდესი სხვაობაა. ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა არწიომ კოზირმა (42.835) მოიპოვა.
დღეს, მეტად იყოჩაღა ბადრი ყაველაშვილმა, რომელმაც კაიაკით 200 მეტრზე შეჯიბრის მცირე ფინალში პირველი შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ნიჩბოსანმა დისტანცია 38.095 წამში დაფარა, მეორე გერმანელი ტიმო ჰასელეუ (38.246) იყო, მესამე კი – პოლონელი პაველ კაჩმარი (38.304).
ერთი საინტერესო ფაქტიც. ყაველაშვილს მონაწილეობა მთავარ ფინალში რომ მიეღო, აღნიშნული შედეგით, ის ოქროს მედლის მფლობელი ხდებოდა. ევროპის მეორე თამაშების ჩემპიონმა – ფრანგმა მაქსიმ ბომონტმა დისტანცია 38.976 წამში გაიარა.
ნიჩბოსნობის ტურნირზე ფინალში კიდევ ერთი მონაწილე გვყავდა, თუმცა, კვარცხლბეკზე ასვლა ვერც მან მოახერხა. ქალთა შორის კანოეთი 200 მეტრზე შეჯიბრში მარიამ ქერდიკაშვილი (54.691 წამი) 9 მონაწილეს შორის მე-8 პოზიციაზე გავიდა, ჩემპიონი კი ბელარუსი ალიონა ნაზდროვა (50.351) გახდა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:31 | 24.06.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

წარმატებები არაბიძეს ძალიან ნიჭიერია ხოლო პაპუნას და ცინცაძეს შესაძლებლობები სხვაგანაც ცოდნიათ ორივე ძალიან მაგარია განსაკუთრებით პაპუნა

09:38 | 24.06.2015
ლუკა გაბუნია (584)

ასახელოს ქართველები...

09:38 | 24.06.2015
ლუკა გაბუნია (584)

წარმატება ვუსურვოთ არაბიძეს...

01:22 | 24.06.2015
akhali (10761)

...მე მგონი ქინქლაძის შემდეგ ყველაზე დიდი ტალანტია ...თუმცა არ მომეწონა,რომ შახტარში წავიდა,კლუბი საკუთარ ქალაქში ვერ თამაშობს,არც სუფთა საფეხბურთო ატმოსფეროა უკრაინაში.მგონი გაცილებით ძლიერ კლუბში შეეძლო წასვლა.თან შახტარი შემდომში ძალიან ბლომად მოითხოვს ტრანსფერში და გაუჭირდება შახტარიდან ევროპაში გადასვლა..

00:41 | 24.06.2015
akhali (10761)

,,საქართველოში სუსტი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა, ფიზმომზადებისა და სხვა სპეციალისტების სიმცირეა,,

23:43 | 23.06.2015
satri (617)

მოქალაქეობა არ მისცენ ესეც არ წაგვართვან

10:15 | 24.06.2015
BEERTRANCE (97819)

გაამტყუნებ რო?

22:57 | 23.06.2015
texaseli (288)

არარტო ანანიძე რომელი ერთი გინდა ჩამოთვალო ჭანტურია,ყენია,თარგამაძე და მისი ძმაკაცი არადა ჯერ კიდევ აქვთ შანსი ის დიდი ნიჭი რაც ღმერთმა უბოძათ არ გაფლანგონ შრომა და საქმისადმი სიყვარული თუ არ გიყვარს არაფერი გამოვა

22:54 | 23.06.2015
რაჭა (10043)

ეგებ ჩვენს ჩაბნელებულ საფეხბურთო ცაზე, რომელიმე ვარსკვლავი აინთოს...წარმატებები

21:53 | 23.06.2015
gogssi (3755)

იქნებ ეს მაინც გამოდგეს და თავში არ აუვარდეს. ანანიძეც ეგრე იყო მარა დღეს რაცაა კი ვხედავთ

19:52 | 23.06.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.075611