ფეხბურთი

11:23 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნეიმარს კლუბში დაბრუნება სურს

„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი კარდონერმა, დაადასტურა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევს, ნეიმარს, კატალონიურ კლუბში დაბრუნება სურს.

„ნეიმარს დაბრუნება სურს და მან ამის შესახებ პირადად გვითხრა. მაგრამ სწორი არ იქნებდა „ბარსელონას“ ამის შესახებ ენერვიულა. სინამდვილეში ჩვენ ამ ტრანსფერზე არც გვიფიქრია და არ ვიცით, განხორციელდება თუ არა იგი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ადრე ამაზე გვისაუბრია.“ - უთხრა კარდონერმა Mundo Deportivo-ს.

წინა კვირაში ესპანური მედია წერდა, რომ ნეიმარმა პირადი, ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა „ბარსელონასთან.“ თანაც პირობებზე ვაჭრობა არ დაუწყია, რადგან იცის, რა რთული იქნება კატალონიური კლუბისთვის მისი გამოსყიდვა.

0.11294