ჭადრაკი

18:25 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო მსაჯთა სემინარი ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა საჭადრაკო არბიტრთა სემინარში, რომელშიც 14 ქართველმა მსაჯმა მიიღო მონაწილეობა და წარმატებით გაიარა შემდგომი ტესტირება.

სემინარი აზერბაიჯაინის საჭადრაკო ფედერაციის და ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის მაირ მამედოვის მხარდაჭერით მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ფიდე-ს ლექტორების - ფაიკ გასანოვის და ვადიმ ციპინის ხელმძღვანელობით, საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა.

უახლოეს წლებში, მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ეგიდით ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი და მათი შესაბამის დონეზე ჩატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მომზადებული მსაჯთა კორპუსი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.113868