კალათბურთი

17:45 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "ჰიუნდაი" დაწინაურდა

ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურმა სერიამ. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად “ზაზას აკადემია” და “ჰიუნდაი 2” იბრძვიან. სერიის პირველი შეხვედრა ჰიუნდაელებმა 16 ქულით – 91:75 მოიგეს და 1:0 დაწინაურდნენ.

შეხვედრა ზაზას აკადემიელებმა უკეთ დაიწყეს და საწყისი პერიოდიც 6 ქულით – 22:16 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედიდან ჰიუნდაელთა ჯერი დადგა. ნიკა ბოსტოღანაშვილის ლიდერობით ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 32:16 მოიგო მეორე პერიოდი და დიდი შესვენებისთვის 10 ქულით გალიდერდა.

ამის შემდეგ ჰიუნდაელებს მეტოქე ახლოს აღარ მიუშვიათ და თამაშის ბოლომდე 16 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა. მატჩის საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც “ზაზას” 24 ქულა ჩაუგდო. გამარჯვებულთაგან 15 ქულით გამოირჩა თენგო გოგიშვილი, ხოლო გეგა წულაიამ შეხვედრა 13 ქულით დაასწულა. “ზაზაში” 19 ქულით საუკეთესო იყო ლევან ძინძიბაძე. 16 ქულა ჰქონდა ლუკა ალავიძეს.

სერია 3 მოგებამდეა. მომდევნო მატჩი 27 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება.

ზაზა – ჰიუნდაი 2 75:91
22:16, 16:32, 20:21, 17:22

ზაზა: ძინძიბაძე 19 ქ, ალავიძე 16 ქ, ბელთაძე 9
ჰიუნდაი: ბოსტოღანაშვილი 24 ქ, გოგიშვილი 15 ქ, წულაია 13 ქ

www.gbf.ge

0.11646