ჩოგბურთი

16:45 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა გერმანულ ტურნირს დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა გერმანიის ქალაქ დარმშტადტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ გერმანელ სილვია ამბროსიოს 7:5, 7:6 (7:3) სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-12 რეიტინგის მქონე ჩეხ გაბრიელა ჰორაჩკოვას ვერ გაუმკლავდა – 6:4, 4:6, 7:10.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავასა და ჰოლანდიელ როსალი ვან დერ ჰოეკს პირველი რეიტინგი ჰქონდათ, თუმცა, მერვედფინალში გერმანულ დუეტთან (გერლაჩი-ვახაჩიკი) 6:7 (3:7), 1:4 აგებდნენ, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

0.129558