19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ სიციალურ ქსელში ლეგენდარულ ლარი ბერდთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ გამართულ NBA-ს დრაფტზე გოგა მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აიყვანა, საქვეყნოდ ცნობილ ამეიკელ კალათბურთელს კი ინდიანაპოლისელებთან მჭიდრო კავშირები აქვს.
62 წლის ბერდი 1979-1992 წლებში უძლიერეს “ბოსტონ სელტიქსში” ირჯებოდა და ნბა-ს ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა, “ყველა ვარსკვლავთა” მატჩში კი 12-ჯერ ითამაშა.
1997-2000 წლებში ლარი “ინდიანას” დამრიგებელი გახლდათ და 1998 წელს ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, იმავე წელს კი, NBA-ს “ოლ სტარზე” ერთ-ერთი გუნდის თავკაციც გახლდათ.