მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) ვერცხლი მოიპოვა. ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) - ბრინჯაო.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველ წრეში ფინელ იერე ჰეინოს 10:0 მოუგო. მეოთხედფინალში რუმინელი რარეს ჩინტოანი დაჩაგრა - 14:3. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ჯამალადინ მაგომედოვს აჯობა - 4:2. საჩემპიონო ბრძოლაში გივი მაჭარაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ხიზრიევთან წააგო (2:8) და მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
ავთანდილ კენჭაძე რეპეშაჟის ფინალში ბელარუს აზამატ ნურიკაუს დაეჭიდა და 8:5 დაამარცხა.
დღესვე, საპრიზო სამეულები 57 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც შეივსო, ოღონდ ქართველების - ლაშა ლომთაძისა და სანდრო ამინაშვილის გარეშე.
ხვალ მედლები თავისუფალ ჭიდაობაში, დარჩენილ ორ წონაში გათამაშდება - 65 და 97 კილოგრამებში და საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. უმაღლეს ტიტულს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) შეუტევს.
ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნახევარფინალში უხერხულ მეტოქეს და უმთავრეს ფავორიტს - რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად, იოლად აჯობა - 8:2.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი მორიგი ოქროსთვის ხვალ აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება.
ხვალვე, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძეც გააგრძელებს ჭიდაობას საპრიზო სამეულში მოსახვედრად. რეპეშაჟის ნახევარფინალში პოლონელ რადოსლავ ბარანს შეხვდება და თუ მოუგებს, ბრინჯაოს ფინალში უკრაინის სახელით მოჭდავე მურაზ მჭედლიძის პირისპირ დადგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგ ვერდერი ჩვენს გუნდებს ალბათ მხოლოდ იმითი ჯობია რომ გერმანული ქვია! რამე პერსპექტივა აქვს ამ ბიჭს მანდ თამაშით???
პერსპექტივა ის არის რომ მასთან ერთად ვინც თამაშობენ ხშირად ხვდებიან ვერდერის განაცხადში და ბევრ მათგანს შიგადაშიგ სათამაშო პრაქტიკასაც აძლევენ.... 11ტურიდან ძალიან ბევრს აქ უკვე 3-4თამაშI ჩატარებული!! თუ მოუმატებს სავარაუდოდ მომავალ წელს მასაც მიეცემა ბუნდესლიგაში შანსი, ოღონდ მაგისთვის როგორც მინიმუმ გერმანული უნდა ისწავლოს, როგორც თავისდროზე მასზე უმცროსმა ყენიამ გააკეთა!! მეორე გუნდიდან დაიწყო მაგრამ პირველივე წელს დაამტკიცა რომ უნდა გადაეყვანათ პირველ გუნდში და რომ არა ტრავმა ბოლო თამაშებში რაკიტიჩი ზამენაზე იყო და ყენია თამაშობდა ძირითადს მიუხედავად იმისა რომ ყენია რაკიტიჩზე უმცროსი იყო!!
ისევ ჩვენთან დაბრუნდი.....
ჩვენსავით ვერავინ შეგიყვარებს....
სად გაუტანია ბიჯოოოოოოოოოოოო)))
3წელიწადში კი
წამო ბავარიაში
ყველა როგორ მაჩანჩალა გუნდში თამაშობს...
პაპუნამ მოუმატებს და გადავ 1 გუნდში
იმედი მაქვს ეგრე მოხდება. რაღაცნაირად თავისი სიმშვიდით და თავმდაბლობით ყაზაიშვილს მახსენებს და იმედია მართლაც ეგეთია. ჰაერივით გვჭირდება ეგეთი ხალხი ჩვენს ფეხბურთში.
იმედია
სკრიპნიკ შენი მელოტა უკრაინელი ახხოლი დედას ვტენე
გადაიყვანე მთავარ გუნდში პაპუნა- გაგახარებს შენც და ჩვენც
ვულოცავ გიორგის სადებიუტო გოლს !!! ეს ერთი და სხვა მრავალი...დვალს რატო არ ათამაშებენ ნეტა...პრაქტიკა სჭირდება მაგ ბიჭს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში..ჭანტურიაზე რა ვთქვა არ მიყურებია თამაშისათვის პროსტა 60 წუთზე თუ რაღაცა ღირებულს აკეთებ არ გაგიყვანდნენ..წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
დვალის უთამაშებლობა კიდევ უფრო გაუგებარია იმის გათვალისწინებით რო დუისბურგს 13 თამაშში 25 გოლი აქვს გაშვებული. ასეთ დროს კი ახალგაზრდა ნიჭიერი მცველი სათადარიგოებში უზით, თან საერთაშორისო გამოცდილების მქონე.
+1
ისე ხოჯავა რა ნიჭის პატრონი იყო და ასე უღიმღამოდ და შეუმჩნევლად გაიარა მისმა კარიერამ
ეგრეა ძმაო, 26-ის მერე 13ზე რომ არ დადო კაზინოში რულეტკაზე-იმ დღიდან მოყოლებული გაღიზიანებული დადის!
წამალზეა გადასულიო ასე გავიგე
ჯანსაღი ცხოვრებაც ასეთი უნდა.
ხოDD
ყოჩაღ რა ოპერატიულად დაიწერა
დამთავრებულიც არ იყო პაპუნას თამაში 