სხვა

16:20 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადირაძე ფინალში პირველი შედეგით გავიდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრზე შეჯიბრის კვალიფიკაციაში ჩინებულად იასპარეზა და ფინალში პირველი შედეგით გავიდა.

ნადირაძემ მონაწილეობა პირველ საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღო და დისტანცია 39.421 წამში დაფარა, რაც ვერც მისმა უშუალო კონკურენტებმა და ვერც მეორე გაცურვის მონაწილეებმა ვერ გააუმჯობესეს.
ნადირაძესთან ერთად ფინალში კიდევ ხუთმა ნიჩბოსანმა გააღწია, კიდევ 2 ფინალისტის ვინაობა კი ნახევარფინალური ეტაპის თავზე გაირკვევა.

აღნიშნულ დისციპლინაში ჩემპიონის ვინაობა ხვალ, 27 ივნისს გაირკვევა.
კაიაკით 200 მეტრზე შეჯიბრში ბადრი ყაველაშვილი მე-3 საკვალიფიკაციო გაცურვაში მე-5 იყო (დრო 35.227 წამი) და ნახევარფინალში გააღწია.
ამავე ეტაპზე აღმოჩნდა მარიამ ქერდიკაშვილიც, რომელმაც 200 მეტრზე კანოეთი შეჯიბრში 51.526 წამი დააფიქსირა და მე-2 საკვალიფიკაციო გაცურვაში მე-6 გახლდათ.

0.114477