"ბარსელონას" 25 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში "ევერტონმა" 25 მილიონ ევროდ იყიდა, აღნიშნულ ინფორმაციას ლივერპულელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. "ევერტონმა" პორტუგალიელთან კონტრაქტი 2024-წლამდე გააფორმა.
2016 წელს "ბარსელონამ" "ვალენსიიდან" გომეში 37 მილიონ ევროდ იყიდა.
გომეშმა "ბარსას" მაისურით 78 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
განვლილ სეზონში, გომეში იჯარის წესით "ევერტონში" თამაშობდა სადაც 29 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.