ფეხბურთი

10:18 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: „სიტის“ ადგილზე, სანეს „ბაიერნში“ არ გავუშვებდი“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი, ბუნდესნაკრებში თავისი პარტნიორის, ლეროი სანეს მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე ესაუბრა ჟურნალისტებს.

„არ მგონია ლეროი „ბაიერნში“ გადავიდეს. ცხადია, ეს ჩემი აზრია, თუმცა „სიტის“ ხელმძღვანელების ადგილზე, სანეს არსად გავუშვებდი, ან ისეთ თანხას მოვითხოვდი, რომელსაც „ბაიერნი“ ვერ გადაიხდიდა.“ - უთხრა კროოსმა Bild-ს.

მანამდე ინგლისური ტაბლოიდები წერდნენ, „ბაიერნი“ „სიტის“ სანეში 80 მილიონ ევროს უხდიდა, მაგრამ „ქალაქელებმა“ თავი შორს დაიჭირესო. მიზეზი ორია. ერთი - კლუბს არ ემეტება 23 წლის გარემარბი. მეორე - თავად სანეს არ სურს ბუნდესლიგაში დაბრუნება.

სანე „სიტიში“ 2016 წელს გადავიდა „შალკედან.“ სატრანსფერო თანხამ 50,5 მილიონი ევრო შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118701