ფეხბურთი

9:04 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: „პსვ-მ კარი გამიღო, მაგრამ არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა კარიერას“

მიუნხენის „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პსვ-სგან წინადადება მიიღო, თუმცა ამავდროულად კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს.

„ვიცი, რომ პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ვან ბომელმა, კარი გამიღო. მასთან კონტაქტი არასოდეს დამიკარგავს. თუმცა, ჯერ არ გადამიწყვეტია, გავაგრძელებ თუ არა კარიერას.“ - უთხრა რობენმა Voetbal Primeur-ს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 35 წლის რობენს კვლავ ტრავმა აწუხებს.

„ბაიერნთან“ რობენის კონტრაქტს ვადა 30 ივნისს ეწურება და მხარეებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულება აღარ გააგრძელონ.

შეგახსენებთ, რომ 2002-04 წლებში რობენი უკვე თამაშობდა პსვ ეინდჰოვენში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113225