ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ წარუმატებლად იასპარეზეს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე.
სინქრონულ ხტომაში შეჯიბრში 8 წყვილი ჩაება, ქართველმა გოგონებმა კი ბოლო პოზიცია დაიკავეს.
გოლოვინამ და ჯანჯღავამ შეცდომები მრავლად დაუშვეს და მხოლოდ 37.040 ქულა მიიღეს.
ჩემპიონები ბელარუსები გახდნენ 50.230 ქულით, ვერცხლი უკრაინელებს (48.240) ერგოთ, ბრინჯაო კი – რუსებს (48.140).
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ გამართულ ინდივიდუალურ შეჯიბრში გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნიკიტა მაზეპინსაც მივცეთ ჩემპიონობა, არაფერი გააკეთა მარა მაინც ქონდეს
ჩეკო პერესსაც ეკუთვნის მსოფლიო ჩემპიონობა: ტიპმა ლუის ჯიბიდან 20 წამი ამოუღო ფაქტიურად ჩემპიონი გახადა ფერსტაპენი
ბოტასს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა (არა მარტო ბოლო რბოლაში, მთლიანად სეზონშიც), რაც პერესმა, მაქსი ჩემპიონი ვერ გახდებოდა
ბაზარი არაა ძმაა ზუსტად ეგა გუნდურუბობა და გუნდური სულისკვეთება რაც ჩეკომ გააკეთა