სხვა

22:22 | 25.06.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ალახვერდოვმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი გაინაღდა

სახილ ალახვერდოვი (49 კგ.) პირველი ქართველი მოკრივე გახდა, რომელმაც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშებზე მედალი გაინაღდა.

ალახვერდოვმა გერმანელი ომარ სალაჰ იბრაჰიმი და ბრიტანელი აჰმედ აქეელი ერთნაირი ანგარიშით (3:2) დაჯაბნა და 28 ივნისს, ნახევარფინალში იტალიელ ფედერიკო სერას გაეჯიბრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ბრინჯაოს აიღებს.
ტურნირზე ასპარეზობას კიდევ 4 ქართველი მოკრივე აგრძელებს. ნოდარ დარბაიძემ (52 კგ.) მერვედფინალში რუმინელ მარიან-გაბრიელ შიოპუს 5:0 სძლია და ხვალ, მეოთხედფინალში იტალიელ მანუელ ჩაპაისთან დაპირისპირება ელის.
არწიუშ გომციანმა (56 კგ.) პოლონელ იაროსლავ ივანოვსა და რუს ბახტოვარ ნაზიროვს ერთნაირი ანგარიშით – 5:0 მოუგო, ხვალ კი, მეოთხედფინალში გერმანელ შარაფა რამანს შეეჯიბრება.
ოთარ ერანოსიანი (60 კგ.) ევროპულ თამაშებში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც ფრანგი ჯორდან როდრიგესს 5:0 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჯავიდ ჩალაბიევის პირისპირ დადგება.
მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ.) უნგრელ იშტვან ბენჩე ნაგისა (5:0) და ირლანდიელ დინ გარდინერს (4:1) აჯობა, 26 ივნისს კი, მეოთხედფინალში ხორვატ მარკო მილუნს დაუპირისპირდება.
ლაშა გურულმა (64 კგ.) რუმინელ დმიტრი გალაგოტთან მოგებას (4:1) თურქ თურგულჰან ერდემირთან მარცხი (1:4) მიაყოლა.
ესკერჰან მადიევი (69 კგ.) ბრძოლაში მე-2 რაუნდიდან ჩაება, სადაც ნორვეგიელ ჰადი სროურს 4:1 სძლია, ხოლო მერვედფინალში რუს ხარიტონ აგრბასთან 0:5 დამარცხდა.
გიორგი ხარაბაძემ (75 კგ.) სერბი მილოსავ სავიჩს 5:0 მოუგო, მე-2 წრეში კი აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლისთან 1:4 წააგო.
გიორგი მანჯავიძე (81 კგ.) საწყის წრეშივე დამარცხდა შვეიცარიელ უკე სმაილისთან 2:3 დამარცხდა.
ნიკოლოზ ბეგაძემ (91 კგ.) ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს 5:0 სძლია, უკრაინელი რამაზან მუსლიმოვი 4:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბელარუს ვლადისლაუ სმიაჰლუკაუსთან 2:3 წააგო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:59 | 13.12.2018
ალექსანდრე (6188)

რინერი 1350 ქულით 33-ე ადგილზეა. 2018 წელს არ უასპარეზია, ხოლო 2017 წელს მსოფლიოს მოგებისათვის მიღებული 2000 ქულა გაუნახევრდა და პლუს 2017წლის ზაგრების გრანპრის ასევე 700 ქულა გაიყო 2-ზე და აქვს ჯამურად 1350 ქულა.

17:05 | 13.12.2018
jerar-toria-liverpool (112)

ტედი რინერი მოკვდავი ადამიანი არაა,ის ღმერთია და რეიტინგში რა აზრი აქ გამოაქვეყნო,ისედაც ყველამ იცის რო ის არაამქვეყნიურია და თუშიშვილმა რაც წინააღმდეგობა გაუწია ეს მოგების ტოლფასი იყო ჩემთვის

22:57 | 12.12.2018
გორდა (159)

გურამ, სანამ რინერს არ გააგორებ არ/ვერ ჩაითვლება ნომერ პირველად.
შეგიძლიათ ეგ გააკეთო, მაგრამ კარგი მწვრთნელი და მტკიცე სპორტული რეჟიმი გჭირდება.

17:52 | 12.12.2018
Somelio (806)

ტედი რინერი?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063713