ფეხბურთი

20:10 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დერბი ლამპარდის "ჩელსიში" დაშვებას დათანხმდა

ფრენკ ლამპარდი ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოვდება. „დერბი ქაუნთი“ დათანხმდა ლონდონური გუნდის წინადადებას და ლამპარდს გაათავისუფლებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ლეგენდარული ინგლისელი „არისტოკრატებს“ უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ თავკაცის პოსტი მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა. ლამპარდი კი „დერბიში“ გასულ სეზონში წარმატებული მუშაობით გამოირჩა და გუნდი ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა.

0.108829