სხვა

18:30 | 25.06.2019 | ნანახია NaN - ჯერ

სალქვაძეა 30-ეა, კოშკაძე და ბარბაქაძე ლიდერებს ჩამორჩნენ

ბელარუსის დედაქალქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში კვალიფიკაციის პირველი დღე მიილია, ნინო სალუქვაძეს კი კარგი შედეგი ნამდვილად არ ჰქონია.

ქართველმა ლეგენდამ 282 ქულა მიითვალა და 35 მონაწილეს შორის 30-ე შედეგი დააფიქსირა. საკვალიფიკაციო შეჯიბრი ხვალ, 26 ივნისს გაგრძელდება.
დღესვე, ფინალურ რაუნდში გასვლა ვერ მოახერხა ბატუტზე მხტომელმა თენგიზ კოშკაძემ. მან საკვალიფიკაციო შეჯიბრში 96.490 ქულა მიიღო და 24 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, ფინალში კი 6 საუკეთესო გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე თბილისის დროით 19:50 საათიდან შეჯიბრში ლუბა გოლოვინა და თეონა ჯანჯღავა ჩაებმებიან, რომლებიც ძალებს სინქრონულ ხტომებში სცდიან. ჩემპიონობისთვის, სულ 8 წყვილი იბრძოლებს.
საგზატკეცილო ველორბოლაში წარუმატებლად იასპარეზა თენგიზ ბარბაქაძემ, რომელმაც დისტანცია 40:40.10 წუთში დაფარა და ბოლო – 37-ე ადგილი დაიკავა (ორმა სპორტსმენმა შეჯიბრი ვერ დაასრულა).
აღსანიშნავია, რომ ქართველი ველომრბოლი ჩემპიონ ვასილ კირიენკას (ბელარუსი) დაახლოებით შვიდწუთნახევრით ჩამორჩა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:18 | 09.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეჩვენება თუ ლუქსემბურგსაც აქვს გასვლის შანსი, მოკლეთ ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა

03:29 | 09.09.2023
alfadhirhaiti (7530)

სლოვაკეთი მაგარი ჩახრამულია, მაგრამ ისეთ ჯგუფში ჩასვეს, რო შეიძლება უნებლიედ გავიდნენ მეორე ადგილზე.

02:27 | 09.09.2023
Z.LO (802)

საინტერესო ცხრილია

0.063877