საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვირკველიას საბერძნეთის ჩემპიონი პაოკ-ი ეპატიჟება. როგორც ამბების ფედერალური სააგენტო (Riafan) იტყობინება, სალონიკელთა თვალთახედვის არეში 27 წლის ჩვენებურია.
ბერძნული გუნდი იმედოვნებს, რომ ტრანსფერს ივლისში წარმატებით დახურავს. საინტერესოა, რომ 1-ლი ივლისიდან კონტრაქტის პუნქტი შევა ძალაში, რომლის თანახმად კვირკველიას „რკინიგზელთა“ დატოვება 4 მილიონი ევროდ შეეძლება.
ქართველი ფეხბურთელიც მზადაა „ლოკომოტივიდან“ წავიდეს, მაგრამ მისი პრიორიტეტი ტოპ ჩემპიონატში (ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი ან საფრანგეთი) თამაშია. თავის მხრივ, პაოკ-ი დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამავე ტურნირზე მოსკოველებიც გაირჯებიან, შესაბამისად, მხოლოდ ეს ფაქტორი სალონიკელთა სასარგებლოდ გავლენას ვერ იქონიებს.
შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივს“ 2017 წელს „რუბინიდან“ 2.5 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ რუსული გუნდის ღირსება 94 მატჩში დაიცვა. ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ორივე თამაში დღევანდელი დღესავით მახსოვს,მორიენტესის ვენდეტა,უბრალოდ შურისძიება მაგას ერქვა,გოლებიც ხო გაიტანა,საგოლე პასებიც ხოგააკეთა და რაც არასოდეს გაუკეთებია ართმევებიც ქონდა და სად?ცენტრში.კითხურის ხაზიდან გაკეთებული საგოლე გადაცემა უკანა ფეხით რომელიც მერე მორიენტესის ფინთად მონათლეს,უბრალოდ რა ლამაზი საყურებელი იყო მაშინ ფეხბურთი და რა სანახაობა
ესპანეთის ნაკრებს მაშინ მაგარი თავდასხმა ყავდა მორიენტესი რაული ტრისტანი ეჩებერია
მორო მაგარი იყოო ... მე როგორც მახსივს სახშიც გააკეთა საგოლე პასი და გასვლაზეც და რატო არ გიწერიათ მარტომ გამოაგდო თითქმის მაშინ რეალი ... )))