დღეს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშებზე ძალები ქართველმა მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ მოსინჯა.
ქართველმა სპორტსმენმა კვალიფიკაციაში 602 ქულა მოაგროვა და 48 მონაწილეს შორის 39-ე შედეგი დააფიქსირა. ამგვარად, ციკო პლეი-ოფში გავიდა, სადაც 26-ე პოზიციაზე მყოფ პოლონელ მარია სილვია ჟიჟანსკას 6:4 სძლია.
1/16-ფინალში ფუტკარაძის პირისპირ ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული რუსი ანა ბალსუკოვა (მე-7 კვალიფიკაციაში) დადგა, რომელმაც ჩვენებურს 6:0 მოუგო.