კალათბურთი

13:33 | 25.06.2019 | ნანახია 2692 - ჯერ

“ადიდასმა” ბითაძესთან კონტრაქტი გააფორმა

საქვეყნოდ ცნობილმა კომპანიამ “ადიდასი” კონტრაქტი გააფორმა NBA-ს 2019 წლის დრაფტის სამ მონაწილესთან, რომელთა შორის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აიყვანა და მას შთამბეჭდავი დახვედრაც მოუწყო, “ადიდასის” ინტერესის სფეროში კი ასევე ჯარეტ კალვერი (“მინესოტა”, მე-6 ნომერი) და სეკოუ დუმბია (“დეტროიტი”, მე-15) მოხვდნენ.

“კალვერი, ბითაძე და დუმბია ნბა-ს ვარსკვლავთა მომავალ თაობას წარმოადგენენ და მიუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ისინი “ადიდასის” სპორტსმენთა რიგებს შეუერთდებიან. დარწმუნებულოი ვარ, სამივე მათგანი მსოფლიო მასშტაბით კალათბურთის როლის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებენ”, - აღნიშნა Adidas basketball-ის ხელმძღვანელმა კოფი ბრაუნმა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:42 | 28.06.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

15:27 | 25.06.2019
maestro10 (13745)

ნაღდ აბიბასებს ჩაიცვამს

14:11 | 25.06.2019
ilia_juventus (2091)

ვაუ მაგარია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126953
სარეკლამო ადგილი - 99
X x X