ჩოგბურთი

12:47 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და გორგოძე უიმბლდონზე ითამაშებენ

ქართველი ჩოგბურთელები მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე ინგლისის დედაქალაქ ლონდონში იმყოფებიან და დღეს, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმებიან.

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ გორგოძე უნგრელ ანა ბონდარს გაეჯიბრება, ბოლქვაძის მეტოქე კი უკრაინელი ანჰელინა კალინინა იქნება.
ვთქვათ ისიც, რომ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასასვლელად 3 წრის გავლაა საჭირო.

0.1163