სხვა

13:57 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური მოძრაობის 125 წლის იუბილე IOC-ის ახალი შტაბ-ბინის გახსნით აღინიშნა

ლოზანაში ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ახალი შტაბ-ბინა - გამორჩეული, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე (ეკოლოგიური) მწვანე ნაგებობა.

ახალი შენობის გახსნა სიმბოლურად დაუკავშირდა IOC-ის 125-წლიან იუბილეს, რომელსაც პარიზში თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა საფუძველი ჩაუყარა 1894 წლის 23 ივნისს.

ოლიმპიური სახლის გახსნის ცერემონიას დაესწრო 700-მდე სტუმარი, მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ული მაურერი, IOC-ის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა წარმომადგენლები, ოლიმპიური მედალოსნები.

www.geonoc.org.ge

0.164361