ფეხბურთი

1:25 | 25.06.2019 | ნანახია 1852 - ჯერ

ცვეიბა: "ქართველი ფეხბურთელების საქციელი მიუღებელი და ამაზრზენია"

ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა ქართულ გუნდებსა და ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს. ცვეიბას თქმით, ფეხბურთში პოლიტიკას არაფერი ესაქმება და ფეხბურთელების საქციელი უბრალოდ ამაზრზენია.

„ვფიქრობ ეს მიუღებელია, როდესაც სპორტში პოლიტიკის გარევა ამაზრზენია, მოედანი კი ფეხბურთელებისთვის წმინდა ადგილია, სადაც თავიანთი უნარ-ჩვევები აჩვენონ და თამაშით ისიამოვნონ, პოლიტიკა კი პოლიტიკოსებს უნდა დაუტოვონ.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნდეთ, მაგრამ შეუძლიათ მოედანს მიღმა გამოხატონ თავისი მოსაზრება. ფეხბურთი ამაში არ უნდა გარიონ.

გაიხსენეთ, სამამულო ომის დროს კიევის „დინამოს“ ფაშისტებთან უწევდა თამაში და მოედანზე პატივისცემა და ეთიკა პირველი საკითხი იყო, ამ დროს კი, მოედანს მიღმა ერთმანეთს ხოცავდნენ. საფეხბურთო მოედანი კი განკუთვნილია მატჩებისთვის და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური ჟესტებისთვის“, - თქვა ცვეიბამ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:32 | 25.06.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

ვაპატიოთ მეგობრებო აფსუა სპორტს და პოლიტიკას არასდროს და ვერასდროს დაუკავშირებს ერთმანეთს - ერთიც და მეორეც რუსეთმა "ჩაუყლაპა" ))

05:35 | 25.06.2019
ზებე (213)

როდესაც შენს ქვეყანაში იჭრება და ტერიტორიებს გართმევს ეს პოლიტიკა აღარ არის ეს სამშობლოს სიყვარულია.გირჩევნია იმ ამაზრზენ საქციელზე ისაუბრო რასაც საბჭოთა გადმონაშთი ღრუსეთი სჩადის ახრიკა

05:00 | 25.06.2019
alfadhirhaiti (7530)

"ვფიქრობ ეს მიუღებელია, როდესაც სპორტში პოლიტიკის გარევა ამაზრზენია"

ვერ არის დალაგებული წინადადება, მაგრამ აზრი გასაგებია

მართლა ასე რო ფიქრობდეს, მაშინ ჩამოვიდოდა თბილისში, როდესაც გამოსამშვიდობებელ მატჩზე მოიწვიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071252