ფეხბურთი

23:43 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მსაჯთა აკადემიის" მესამე კურსი დასრულდა

24 ივნისს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საერთო საგანმანათლებლო პროექტის "მსაჯთა აკადემიის" მესამე კურსის დასრულებასთან დაკავშირებით კურსანტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სასწავლო პროცესი, სერტიფიკატები გადაეცათ. აკადემიაში სასწავლო პროცესი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ის 21-მა კურსანტმა დაასრულდა. აღსანიშნავია, რომ აქედან 5 გოგოა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე დაესწრნენ. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოსა და ფონდის წარმომადგენლებმა, კურსანტებს მსაჯთა აკადემიის დასრულება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი "მსაჯთა აკადემია" 2017 წლიდან ხორციელდება. აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა და მისი დასრულების შემდეგ კურსანტს საშუალება ეძლევა ქართულ ფეხბურთში დასაქმდეს. სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია უახლოეს მომავალში განახლდება.

www.gff.ge

0.128068