ძიუდო

22:07 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი: "ამ გამარჯვებას ქართველ ერს ვუძღვნი"

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ოქროს მედლის მოგების შემდეგ გურამ თუშიშვილმა კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა ძიუდოისტმა „პირველ არხთან“ საუბარში აღნიშნა, ამ გამარჯვებას საქართველოს უძღვნის:

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ცხადია, მედროშეობა ჩემთვის საპასუხისმგებლო იყო და ორმაგად მობილიზებული ვიყავი, რათა ჩემი ქვეყანა და ხალხი გამეხარებინა. მითუმეტეს ფინალში დაძაბული ბრძოლა გვქონდა, ჩვენს ქვეყანაში მქონე ფონის გამო. ეს სპორტია, მაგრამ ამ გამარჯვებას ჩემს ქვეყანას და ქართველ ერს ვუძღვნი“, - თქვა თუშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალში რუსი მეტოქე ინალ ტასოევი იპონით დაამარცხა და საქართველოს მე-6 ოქრო, ხოლო ჯამში მე-19 მედალი მოუტანა.

0.114233