ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. ლიპარტელიანი გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი არმან ადამიანს გაეჯიბრა, ვაზარიზე დაეცა და შემდეგ შებოჭვაზეც მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ვარლამმა ბელარუსი მიკიტა სვირიდი, მონტენეგროელი დანილო პანტიჩი და ფრანგი სირილ მარე ისე დააიპონა, სამ წუთზე მეტი არცერთ შეხვედრაში არ დასჭირვებია.
მცირე ხანში ფინალში იასპარეზებს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), რომელიც მძიმეწონოსანთა ფინალში ასევე რუს ინალ ტასოევს შეერკინება.
ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაცია 18 მედლით (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეგი ბოლო 2 წელია შავის, მარგველას და ბექას რეგრესი აქვთ. ლიპო როგორც ყოველთვის მედალს დებს მაგრამ ფინალებში რა ემართება ვერ გამიგია უკვე მერამდენე ფინალი უნდა წააგოს
ევროპის ჩემპიონატებზე ხერგიანი ბრინჯაოს მედლებს აგროვებდა, ლიპარტელიანი კი ვერცხლის მედლებს
, ძალიან სწორად ეჭიდავა სომეხ-რუსი, როგორც ჩანს 100 %-ით ჰქონდათ ტაქტიკა დამუშავებული, ლიპარტელიანისთვის კი სამწუხაროდ მოულოდნელი აღმოჩნდა მეტოქის სტილი და ვერაფერი დაუპირისპირა, იშვიათად თუ ვინმე გაბედავს ლიპოს წინაღმდეგ ასეთ თამამ ჭიდაობას და შედეგიც გამოიღო სამწუხაროდ, ვიტყოდი რომ ეს ბრძოლა ლიპოსთან ერთად მისმა მწვრთნელებმაც წააგეს
ადამიანის რუსეთში მაგრად ეიმედებათ. ძაან ძლიერი არისო ფიზიკურად. მალე წონის ლიდერი გახდებაო. ვარლამს დიდი მადლობა თავისი გამარჯვებების გამო! არა მგონია ვარლამმა დაიმსახუროს ამდენი საყვედური. მეც მაგრად მეწყინა, მჯერა, რომ შეუძლია მოიგოს ფინალში, მაგრამ რაღაც უშლის ხელს. ბედიც აფ წყალობს.
ადამიანი - სომეხი მოჭიდავე მყავს მხედველობაში.
მოიგო თუშიიიიმ !!!!!!!!
თუშიიი შიგ რუსეთში
ასეთ დროს ვისთან აგებ?რუსეთის სახელით მოჭიდავე ჭ კლასის სომეხ ძიუდოისტთან,მერამდენედ უნდა ჩაისვარო გადამწყვეტ მომენტში?ყველაზე მეტად რომ გვჭირდება რუსთან მოგება,მაშინ ი.....ავ,ვერც მსოფლიოს მოიგებ და ვერც ოლიმპიადას,მადლობა ბევრი სიხარულისათვის და საყვედური ბევრი წაგებული ფინალისათვის,იქნებ ჯობია ნელ-ნელა დაუთმო ადგილი სანებლიძეს
სანებლიძე ძალიან მაინტერესებდა მეც, მაგრამ....მეორე ნომრობაც კი დასამტკიცებელი აქვს ტაველურთან
სანებლიძე ხომ ბრდღვნის )) მაგარი რეგრესი აქვს
ევროპა თასი მოიგო და ცოტა იმედი მომეცა,ისე ბექაც უნდა ჩაანაცვლონ ნელ-ნელა ბექაურით
მოკლედ რა ფინალში აღარ უნდა გამოცხადდეს და ეგაა, მაინც ვერ იგებს და რა აზრი აქ.