ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩატარების დრო და ადგილი საბოლოოდ დადასტურდა.
"საბურთალოსა" და "შერიფის" პირველი შეხვედრა ტირასპოლში 10 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, 16-ში მიხეილ მესხზე ჩატარდება და 21:30 საათზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველი ვერსიით, მატჩები 10 და 17 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა უეფამ კორექტივები შეიტანა და შეხვედრების გამართვა ზემოხსენებულ რიცხვებში გადაწყვიტა.