მეორე ევროპულ თამაშებთან დაკავშირებით, გუშინ მინსკის ცენტრში, ფანზონაში გაიმართა საქართველოს დღე და მასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ღონისძიება. მათ შორის: სპექტაკლი-კონცერტი ანსამბლ „რუსთავისა" და ნინო ქათამაძის შესრულებით, ფოტოგამოფენა, ქართული ანბანის წარდგენა-პრეზენტაცია, ქართული ცეკვის მასტერკლასი და სხვა. მონიტორზე გადიოდა ვიდეოკლიპი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, გამოფენილი იყო ბანერი ჩვენი სპორტის მიღწევებზე.
ფანზონაში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია.
სეოკ-ის პრეზიდენტმა მოკლედ ისაუბრა ქართული სპორტის ოლიმპიურ წარმატებებზე, მეორე ევროპული თამაშების სტარტზე მიღწეულ შედეგებზე, შემდეგ კი სცენაზე უხმო ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც მინსკში სხვადასხვა ხარისხის მედლები დაისაკუთრეს. ლერი ხაბელოვმა მათ კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება და სეოკ-ის სახელით გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.
მინსკელებთნ და ევროპულ თამაშებზე ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის სპორტის გულშემატკივრებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
www.geonoc.org.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქალებმაც და კაცებმაც 3.5 - 0.5 ანგარიშით მოიგენ. წარმატებები, იმედია მოგებებით გააგრძელებენ.
ბადურამ დაათავრა უკვე ბრავო ბადურ!! მეორე სუპერგროსი დადო ბეჭებზე...
კარგი ტურია დღესაც ჩვენებისთვის, ქალებში ჯავახიშვილმა და ბაციაშვილმა მოიგო, ძაგნიძე ფრე, ხოტენაშვილი მოიგებს ალბათ. კაცებში ფანცულაიამ მოიგო, სანიკიძესთან ფრე იქნება ალბათ, გელაშვილი მოგებაზე თამაშობს ვნახოთ რა გამოუვა, ბადურა კი უსრულებს სუპერგროსს და ალბათ მიიყვანს ბოლომდე თავის პარტიას. ბადურა და ფანცულაია მაგრად ასრულებენ!
წარმატებები,