ჭიდაობა

12:45 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი ევროპირველობიდან

1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრების მონაგარი იტალიურ ფაენცაში გამართული ევროპირველობაზე.

კონტინენტის ჩემპიონი ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გიორგი გოგრიჭიანმა (51 კგ) და დავით კუჭუაშვილმა (71 კგ) მოიპოვეს.

ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ), დავით ფაცინაშვილი (65 კგ) და დავით კოღუაშვილი (80 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად თითო გამარჯვება დავით აბდალაძეს (60 კგ) და საბა გამთენაძეს (92 კგ) დააკლდათ.

გიორგი კვინიკაძის ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 140 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

0.25432