ფეხბურთი

0:43 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „ჩემი მიზანია „ბარსელონაში“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნება“

„ბარსელონას“ ლეგენდამ, ჩავიმ, რომელიც ამჟამად ყატარულ „ალ სადს“ წვრთნის, კატალონიურ კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

„ბარსაში“ დაბრუნებაზე ვოცნებობ, მთავარი მწვრთნელის რანგში. ეს ჩემი მიზანია და არა აკვიატება.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს El Mundo Deportivo.

ჩავი „ბარსელონას“ აღზრდილია. პირველ გუნდში 1998-2015 წლებში თამაშობდა და ჯამში, 769 მატჩში 85 გოლი გაიტანა, რაც საკლუბო რეკორდია ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით.

2015-ში ჩავიმ „ბარსელონა“ თვისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ყატარულ

„ალ სადში“ გადავიდა, რომელშიც წლევანდელ ზაფხულამდე თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117652