ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა.
ლაშა ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს გაეჯიბრა და იპონით დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილმა დილის სესიაში სამ მეტოქეს სძლია. ლაშამ მოლდოველ იონ ნაჩუს დამატებით დროში მე-3 შიდო მიაღებინა, უკრაინელი არტიომ ხომულა დააიპონა, მეოთხედფინალში კი “გოლდენ სქორში” იპონზე რუსი დენის იარცევი დააგდო.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე შვედი ტომი მაციასი გახლდათ, რომელმაც ჩვენებური “გოლდენ სქორში” კონტრილეთზე გამოიჭირა და ვაზარიზე დასცა.
რამდენიმე წუთში ტატამზე ლუკა მაისურაძე (81 კგ.) გავა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს შეერკინება.