ძიუდო

15:42 | 23.06.2019 | ნანახია 1072 - ჯერ

შავდათუაშვილი და მაისურაძე ფინალისთვის იბრძოლებენ

ქართველი ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ლუკა მაისურაძე (81 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდნენ.

შავდათუაშვილმა დილის სესიაში სამ მეტოქეს სძლია. ლაშამ მოლდოველ იონ ნაჩუს დამატებით დროში მე-3 შიდო მიაღებინა, უკრაინელი არტიომ ხომულა დააიპონა, მეოთხედფინალში კი “გოლდენ სქორში” იპონზე რუსი დენის იარცევი დააგდო.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე შვედი ტომი მაციასი იქნება. ფინალის მე-2 საგზურისთვის აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი და ბერძენი გეორგიოს აზოიდისი იბრძოლებენ.
ჩინებულად გამოიყურებოდა მაისურაძეც, რომელმაც საწყის შეხვედრაში დამატებით დროში ფრანგ ოუმარ ალფა ჯალოს იპონით სძლია, შემდეგ პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს 2 ვაზარი აართვა, ხოლო მეოთხედფინალში ბრიტანელი სტუარტ მაკვოტი წუთნახევარში დააიპონა.
ფინალში გასასვლელად ლუკა ბელგიელი მატიას სასეს დაუპირისპირდება. მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს უნგრელი ატილა უნგვარი და ბულგარელი ივაილო ივანოვი გაეჯიბრებიან.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:49 | 23.06.2019
fidofido (3392)

მიდი შავი შემდეგ შეჯიბრზე მალტელთან ან გვინიელთან წააგე არდაგეზაროს

16:45 | 23.06.2019
fidofido (3392)

ბოლო 2 წელია უკვე ლაშა მაგარია რასტაბილური გახდა. ბრინჯაოს წარმატებაში ვერანაირად ევრ ჩაუთვლი. ჩემი აზრით ქართველი ძიუდოში ბელგიელთან არუდნა აგებდეს

16:42 | 23.06.2019
XoMe (1384)

ორივემ წააგო სამწუხაროდ... ეს საზოგადოებრივი არხი კიარა დიშლების არხია ძმაო რა :@

16:26 | 23.06.2019
Nona 1974 (23)

წააგო ლაშამ

16:23 | 23.06.2019
sabonis (9584)

იმედია ორივე გავა და ლაშა ორუჯოვის კომკლექსს როგორმე დაძლევს.

16:20 | 23.06.2019
federer (17) (15576)

წააგო ლაშამ, მაგრამ ლინკები მაინც დადეთ მაისურაძის ჭიდაობას მაინც ვუყუროო

16:17 | 23.06.2019
federer (17) (15576)

იპონ ტვ რატო არ აჩვენებს
სამსახურში ვარ და ტელევიზორთან წვდომა არ მაქვს და სად შეიძლება ვუყურო?

16:08 | 23.06.2019
basharski (219)

ლინკი დადეტტტ

16:08 | 23.06.2019
basharski (219)

არ აცჰვენებს ეს განნნნ 1 არხი დაიწყო ზიუდოოოო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121995