ფეხბურთი

14:45 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ "გენტში" დაბრუნება გოლით აღნიშნა

ბელგიურ გენტში დაბრუნება გოლით აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ.

21 წლის თავდამსხმელი „გენტისა“ და „ზელზატეს“ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, გოლი კი 76-ე წუთზე გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა „გენტმა 4:0 მოიგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატის კონტრაქტი „გენტს“ 2021 წლამდე ეკუთვნის, მაგრამ ის იჯარის წესით ჯერ სლოვაკურ „ტრენჩინში“ თამაშობდა, გასული სეზონი კი უნგრულ „უიპეშტში“ გაატარა, სადაც 27 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩში არ უთამაშიათ გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას, რომლებიც ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან.

0.116135